დღეს უეფა ერთა ლიგის ახალი გათამაშების წილისყრას გამართავს და საქართველოს ნაკრების მეტოქეებსაც შევიტყობთ (21:00 საათიდან). ჯგუფი ნებისმიერ შემთხვევაში რთული იქნება, რადგან სხვა კალათებში ასე თუ ისე ძლიერი და არც თუ სასურველი ნაკრებები არიან. კიდე ერთხელ გადავხედოთ:
B ლიგა
კალათა 1 – შოტლანდია, უნგრეთი, ისრაელი, პოლონეთი
კალათა 2 – შვეიცარია, უკრაინა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ავსტრია
კალათა 3 – საქართველო, რუმინეთი, ირლანდია, სლოვენია
კალათა 4 – შვედეთი, ჩრდ. მაკედონია, ჩრდ. ირლანდია, კოსოვო
საყურადღებოა, რომ ბოსნია და კოსოვო ვერ მოხვდებიან ერთ ჯგუფში.
ვნახოთ რა მნიშვნელობისაა წილისყრა და ეს ფორმატი სამომავლოდ რა პერსპექტივას და მნიშვნელობას იძენს.
ჯგუფური ეტაპი დაიწყება 2026 წლის სექტემბერში და დასრულდება ნოემბერში.
სიახლეა ის, რომ სექტემბერ-ოქტომბერში, დაახლოებით ორ კვირაში გუნდებს 4-4 თამაში მოუწევთ, ხოლო ფინალურ ეტაპი მარტის ნაცვლად 2027 წლის ივნისში გაიმართება.
საქართველო B ლიგაშია და თუ ჯგუფში დავუშვათ მეორე ადგილზე გავა, ავტომატურად აღარ დარჩება B ლიგაში და 25-30 მარტს ორმატჩიან პლეი-ოფს ითამაშებს A ლიგის რომელიმე მესამეადგილოსანთან. თუ მოვიგებთ, ავალთ A ლიგაში.
თუ ჯგუფში მესამე ადგილზე გავალთ, მაშინ მარტში C ლიგის მეორეადგილოსანთან ვითამაშებთ B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.
მნიშვნელოვანი იმის გამოა, რომ თუ რა და როგორ დაჯდება ერთა ლიგაზე, პირდაპირ გავლენას მოახდენს ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე.
ჯგუფების გამარჯვებულები, რომლებიც ძირითადი შესარჩევი ეტაპიდან ვერ მოხვდებიან ევრო 2028-ზე, პლეი-ოფში გავლენ.
ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ნაკრებები კალათებში გადანაწილდებიან ერთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით. ანუ ერთა ლიგაზე კარგი შედეგი ნიშნავს ევროპის შესარჩევში უფრო მისაღებ მეტოქეებს.
კალენდარი
ტური 1: 24-26 სექტემბერი, 2026
ტური 2: 27-29 სექტემბერი, 2026
ტური 3: 30 სექტემბერი-3 ოქტომბერი, 2026
ტური 4: 4-6 ოქტომბერი, 2026
ტური 5: 12-14 ნოემბერი, 2026
ტური 6: 15-17 ნოემბერი, 2026
ლიგა А, 1/4 ფინალი: 25-30 მარტი, 2027
პლეი-ოფი A/B და B/C: 25-30 მარტი, 2027
ფინალური ტურნირი: 9-13 ივნისი, 2027
პლეი-ოფი C/D: 23-28 მარტი, 2028
დღევანდელი წილისყრისას გათვალისწინებული იქნება მგზავრობის ხანგრძლივობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს ორივე მიმართულებით.

GIPHY App Key not set. Please check settings