in

72-ე All Star: ტეიტუმმა ყველა დროის რეკორდი დაამყარა – ლებრონმა პირველად წააგო

იუტაში NBA-ის რიგით 72-ე All Star გაიმართა, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ ლებრონ ჯეიმსისა და იანის ანტეტოკუნმპოს გუნდები დადგნენ. შეხვედრა იანისის გუნდმა მოიგო – 184:175.
ლებრონ ჯეიმსისთვის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩში 5-გამარჯვებიანი სერია შეწყდა.

55 ქულა ჩააგდო ჯეისონ ტეიტუმმა, რაც NBA-ის ვარსკვლავთა მატჩების ყველა დროის რეკორდია. მან ენტონი დევისი რეკორდი გააუმჯობესა (52 ქულა).
ტეიტუმი „ოლ სტარის“ საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა.

40 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ დონოვან მიტჩელს, ხოლო 26 – დემიან ლილარდს.

ლებრონ ჯეიმსის გუნდში ყველაზე მეტი ჯეილენ ბრაუნმა ჩააგდო – 35 ქულა, 32-32 ჰქონდათ კაირი ირვინგსა და ჯოელ ემბიიდს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყაულაშვილი და ჯავახია სიმბოლურებში

პირველი ქართველი: მამუკელაშვილმა G ლიგის All Star-ში მაგრად ითამაშა – ვიდეო