„ბარსელონამ“ თითქმის გაიმეორა კლასიკოდან შემოსული თანხების რეკორდი.
როგორც მარკეტინგის მიმართულებით კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ჟიული გიუმ აცნობა, „რეალთან“ ბოლო შეხვედრამ „ბარსას“ 7.6 მლნ ევრო მოუტანა.
ეს გახლავთ რეკორდი სტადიონ „ოლიმპიკ ლუის კომპანისისთვის“, სადაც თამაშობს კიდეც „ბარსელონა“, სანამ მისი „კამპ ნოუ“ რემონტზეა.
ასევე აღნიშნეს, რომ 7.6 მლნ ევრო უფრო მეტია, ვიდრე „კამპ ნოუზე“ ჩატარებული მატჩების 60%.
გარდა ამისა, 7.6 მლნ ახლოსაა კლასიკოების აბსოლუტურ რეკორდთან – 8.3 მლნ ევრო.
GIPHY App Key not set. Please check settings