in

7 თვის ბავშვს მკურნალობის დაფინანსება შეუწყვიტეს, რადგან მამამისი აბუსერიძეს უჭერდა მხარს: სიმონ მაისურაძე

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ 13:00 საათზე “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონში არის ჩანიშნული. პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი იოსებ ტყემალაძეა დარეგისტრირებული. ირაკლი აბუსერიძე კი, თავის ოფიციალურ გვერდზე გულშემატკივრებს გვერდში დგომისკენ მოუწოდებს.

“თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ზეგ, 10 მარტს, 12 საათზე, დიდუბის გამოფენაზე, ქართველი მორაგბეები ქართველ გულშემატკივართან ერთად შევკრავთ მოლს და წინ ვერაფერი დაგვიდგება! თუ რაგბი ჩვენი თამაშია, რაგბის თავისუფლება ჩვენი ხვედრია! თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით! ოთხშაბათს, ერთი კაციც გუნდია!” – წერს ირაკლი აბუსერიძე.

ჩვენ ექსკლუზიურად მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ ხვალ რაგბის კავშირის არჩევნებში სარაგბო კლუბ “ხვამლის” წარმომადგენელი თბილისის მერიის სპორტის სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა იქნება. აღნიშნული ინფორმაცია Sport4me.ge-ს თბილისის მერიაში დაუდასტურეს.

ამ დროს საინტერესოა, რომ “ხვამლის” დამფუძნებელი დავით ცხვედიანი და გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი რატი ურუშაძე ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერ ვიდეოებს ავრცელებენ და ხვალინდელ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ. საინტერესოა, ამ დროს ირაკლი გვილავა რატომ იღებს არჩევნებში მონაწილეობას.

დღეს, რაგბის კავშირში ვეტერანმა მორაგბეებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების დირექტორმა სიმონ მაისურაძემ შემდეგი განცხადება გააკეთა.

“არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი, სოსო ტყემალაძის მხარეს არიან არაკაცები. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გაანთავისუფლეს ადამიანი სარაგბო კლუბ “არმიას” წარმომადგენელი, რომელიც არჩევნებში ირაკლი აბუსერიძეს უჭერდა მხარს. “არმია” თავდაცვის სამინისტროს გუნდია და ლოგიკურია, რომ ამ ამბავში თავდაცვის სამინისტრო და მთელი სისტემაა ჩარეული. 7 თვის ბავშვის სიცოცხლით მანიპულირებენ და ასე უნდათ სათავეში მოსვლა. სარაგბო კლუბ ქედის “ფირალების” წარმომადგენელის 7 თვის ბავშვს გულის ოპერაცია სჭირდებოდა და დაფინანსება შეუწყვიტეს, რადგან აბუსერიძეს გამოუცხადა მხარდაჭერა. შემდეგ, ჩვენ მორაგბეებმა, კაცებმა, შევაგროვეთ ფული ბავშვის მკურნალობა რომ დაგვეფინანსებინა. კლუბის წარმომადგენლებს შევხდი გუშინ და ბიჭები დაშინებულები ყავთ. სასამართლოში იჩივლეთო გვეუბნებიან, მაგრამ სასამართლოც მაგათია, ვისთან ვიჩივლოთ? მოგიწოდებთ ყველას გამოხვიდეთ ხვალ და დაგვიდექით გვერდით. აქ მარტო რაგბის კი არა ქვეყნის ბედი წყდება”, – ამბობს სიმონ მაისურაძე.

ასევე, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს სარაგბო კლუბ “არმიას” პრეზიდენტი ერეკლე სულთანიშვილი:

“რაგბის კლუბ „არმიას“ პრეზიდენტი, ირაკლი სულთანიშვილი აცხადებს, რომ სრკ-ს პრეზიდენტის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს, რადგან ის ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერია. არჩევნები ხვალაა ჩანიშნული, მასში მხოლოდ ერთი კანდიდატი – იოსებ ტყემელაძე იღებს მონაწილეობას. აბუსერიძის გუნდი კი არაკანონიერს უწოდებს. პრესკონფერენციაზე აბუსერიძის მხარდამჭერებმა ასევე განაცხადეს, რომ ქვორუმის შედგენის მიზნით, კლუბების წარმომადგენლებზე ზეწოლა გრძელდება”, – ამბობს ირაკლი სულთანიშვილი.

თავის მხრივ განცხადებას ავრცელებენ მეორე მხარის წარმომადგენლები და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

“ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან, ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებებისა და განცხადებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მათ, რომ დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში! თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და მისცენ საქართველოს რაგბის კავშირს კანონიერად დანიშნული, ნამდვილ წევრთა კრების (ყრილობა) ჩატარების შესაძლებლობა, რათა ამ ქმედებებიდან გამომდინარე არ მოხდეს მეტად ქართული რაგბის სახელის შელახვა!

აგრეთვე მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, რომ 10 მარტს, ექსპო ჯორჯიაში გასამართ საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრების დროს მაქსიმალურად უზრუნველყონ წესრიგის დაცვა“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

რაგბის კავშირის არჩევნები 10 მარტს 13:00 საათზე გაიმართება.

თემაზე ასევე წაიკითხეთ:

ვაცადოთ უმრავლესობის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ პრეზიდენტს საქმის კეთება: ვეტერანი მორაგბეები ბრძოლას ბოლომდე აპირებენ

Exclusive: აქამდე ჩვენი ძალისხმევით მოვედით და ახლაც სხვების ჩარევის გარეშე გადავწყვეტთ საკუთარ მომავალს – გიორგი შკინინი

რაგბიში კალაძე და მერია ერთვებიან?! ჩხუბი, ბრალდებები და ისევ ჩაშლილი არჩევნები

სოსო ტყემალაძე: ივანიშვილი ჩემამდეც იყო და მერეც იქნება – სჯობს ჩემს გეგმას გაეცნონ (ექსკლუზივი)

რაგბი მორაგბეებს! კობახიძის გავლენა რაგბისაც გადაწვდა?!

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე სამ პირს 16 წელი მიესაჯა

რონალდო შეტრილდა და ფორტუნამაც ზურგი აქცია: იუვე ისევ გავარდა