in ,

64 გოლი 37 მატჩში: ჰაალანდის ბიძაშვილმა ნორვეგიაში შოუ მოაწყო და ერლინგის მარშრუტით მიდის

ერლინგ ჰაალანდი დღეს ყველამ იცის. მას იმდენი გოლი გააქვს, თვლას ვერ აუდიან და ის ყველა ტოპ გუნდს უნდა. როგორც ჩანს, ვინც მას დორტმუნდიდან ვერ გადაიბირებს, შანსი კიდევ ექნება – ნორვეგიაში კიდევ ერთი ჰაალანდი იზრდება.

ერლინგის 17 წლის ბიძაშვილი – ალბერტ ბროტ ტოლანდი – საოცრად ჰგავს ვარსკვლავ ნათესავს.

წააგავს არა მარტო იერით, არამედ კარიერითაც. ალბერტიც ფორვარდია. მანაც „ბრიუნეში“ დაიწყო, სადაც 64 გოლი გაიტანა 37 მატჩში ახალგაზრდულ გუნდებში.

ერლინგს „ბრიუნეში“ დებიუტი 15 წლისას ჰქონდა, ალბერტს – 16 წლის ასაკში. ტოლანდმაც გადაწყვიტა მეორე დივიზიონში დიდხანს არ გაჩერებულიყო და 2020-ში „მიოლდეში“ წავიდა.

ნორვეგიული საიტის Fotball.no-ს მონაცემებით, „მიოლდეს“ სარეზერვო გუნდში ალბერტს 7 გოლი აქვს 9 მატჩში.

„ხანმოკლე პერსპექტივაში მინდა ჩემი ასაკის ნაკრებსა და კლუბის ძირითადში ვითამაშო. გრძელვადიან პერსპექტივაში კი იმედი მაქვს ფეხბურთს ჩემ ცხოვრებად ვაქცევ. ერლიგთან შედარება? ძალიან მაგარია, რასაც ის აკეთებს და ეს მეც მოტივაციას მმატებს. მას „მიოლდეზე“ ველაპარაკე და მითხრა, რომ აქ იდეალური ადგილია განვითარებისთვის“.

ჰაალანდმა „ზალცბურგში“ გადასვლამდე „მიოლდეში“ 50 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ერლინგის ორიენტირი მამამისი იყო – ალფა-ინგე, რომელიც „ლიდსსა“ და „სიტიში“ თამაშობდა და ნორვეგიის ნაკრებში იყო.

რა თქმა უნდა, მანაც „ბრიუნეში“ დაიწყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არაბ პრინცს შატორუს ყიდვა უნდა, შეფილდი უკვე მის კოლექციაშია

პრეზიდენტობის პირველი ვადა: რა ხდებოდა ბარსაში ლაპორტას დროს