იტალიურ ფეხბურთში ლამის ყოველდღიურად ხდება სასწაული.
იტალიელი მომღერალი ენრიკო რუჯერი მეოთხე დივიზიონის კლუბის „სონას“ მოთამაშე გახდა. 64 წლის მილანელმა მოედანზე მთელი 9 წუთი გაატარა.
რუჯერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და „ტრიტიუმ კალჩო 1908“–ს წინააღმდეგ 9 ნომრით ითამაშა. 9 წუთის შემდეგ მომღერალი შეცვალეს და მისმა გუნდმა ანგარიშით 0:1 წააგო.
„სონას“ შემადგენლობაში იყო „ინტერისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი დუგლას მაიკონიც.
რუჯერიმ სან-რემოს ფესტივალი მოიგო და 1993 წელს იტალია ევროვიზიაზე წარადგინა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings