ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხარჯების ახალი რეკორდი დამყარდა.
Transfermarkt-ის მონაცემებით, კლუბებმა ამ ზაფხულს ჯამურად ტრანსფერებზე 6.56 მილიარდი ფუნტი დახარჯეს.
ტრანსფერებზე ჯამური ხარჯის რეკორდი 2019 წელს დამყარდა, როდესაც საერთო ჯამში 6.51 მილიარდი ფუნტი დაიხარჯა.
ყველაზე მეტი წელს რა თქმა უნდა პრემიერლიგის კლუბებმა დახარჯეს – 2.1 მლრდ ფუნტი. მე-2 ადგილზე აღმოჩნდა საუდის არაბეთი – 728 მლნ ფუნტი. მესამეა სერია ა – 628 მლნ ფუნტი.
ბუნდესლიგელებმა ტრანსფერებზე 598 მლნ ფუნტი გაიღეს, ლიგა 1-მა – 594 მლნ ფუნტი, ხოლო ლა ლიგამ – 342 მლნ ფუნტი.
GIPHY App Key not set. Please check settings