გვინეაში 6 ადამიანი დაიღუპა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ მოწყობილი სახალხო ზეიმის შედეგად. გვინეელებმა აფრიკის თასის ჯგუფურ ეტაპზე გამბიას 1:0 მოუგეს, რამაც ქვეყანაში დიდი სიხარული და ზეიმი გამოიწვია. ინფორმაცია გვინეის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელდა.
ეს თამაში 18 იანვარს გაიმართა. ამ მოგებით გვინეამ ფაქტობრივად გაინაღდა პლეი-ოფში გასვლა. ხალხი გამარჯვებას დედაქალაქ კონაკრის ქუჩებში აღნიშნავდა მოტოციკლებსა და ავტომობილებზე.
„მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივრებმა და საზოგადოებამ ზომიერად იზეიმონ. ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ფეხბურთის მიზანია სიხარულის მონიჭება და არა ოჯახების გაჭირვებაში ჩაგდება. ყველას მოვუწოდებთ ზეიმს, მაგრამ ამასთან გაუფრთხილდნენ თავს. გვინეა არის ქვეყანა, სადაც ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი“, – თქვა ფედერაციის წარმომადგენელმა ამადუ მაკაჯიმ.
4-ქულიანი გვინეის ნაკრები 23 იანვარს ჯგუფში ბოლო მატჩს სენეგელთან გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings