ემინემს და 50 Cent-ს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა შეთავაზეს.
ამის შესახებ 50 Cent-მა რადიოსადგურ Real 92.3-ის ეთერში ისაუბრა.
„სუპერბოულის გამო (სადაც 50 Cent და ემინემი სხვა რეპერებთან ერთად გამოვიდნენ 2022 წელს) მივიღე მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის მოთხოვნა. მათი ბიუჯეტი 9 მლნ დოლარი იყო. მე მილიონს მივიღებდი, დანარჩენი 8 მილიონი კი მას დარჩებოდა“, – თქვა რეპერმა.
50 Cent-მა ემინემის უარზე მისი მენეჯერის, პოლ როზენბერგისგან მიიღო.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
„მითხრეს, რომ ის ამას არ გააკეთებდა. ჩვენ რომ ერთჯერადი შოუ მოგვეწყო, შესაძლოა ეს ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიება გამოსულიყო პირდაპირ ეთერში“, – დაამატა მუსიკოსმა.
GIPHY App Key not set. Please check settings