in

სან სირო დაინგრევა, მის ადგილზე კათედრალს ააგებენ

მონუმენტური მნიშვნელობის საფეხბურთო ნაგებობა, სტადიონი “სან სირო”, რომელიც სანახევრო სიხარულისა და ჭირის გამზიარებელი წლების განმავლობაში იყო, უბრალოდ დაინგრევა. გადაწყვეტილება საბოლოოა და, როგორც “მილანს” ასევე “ინტერს” ახალი სტადიონები ექნებათ.

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანისა და ინტერის საშინაო მოედანი 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემდეგ მთლიანად დაინგრევა. მილანური კლუბების ახალი სტადიონის აშენება 1 მილიარდი ფუნტი დაჯდება. ის იგივე ლოკაციაზე იქნება, თუმცა, ახალი სახელით, “კათედრალი”.

თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ახალი სტადიონის მშენებლობისას “სან სიროს” ელემენტები ხელუხლებელი დარჩებოდა. საუბარი იყო ერთ-ერთ სპირალურ კიბეზე, რომელიც სტადიონის საკულტო ექსტერიერს ქმნის. მაგრამ, გადაწყდა რომ მთელი სტადიონი დაინგრევა და მის ადგილას ახალი 60,000 ადგილიანი “კათედრალი” აშენდება.

გეგმის თანახმად, “სან სირო” 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ დაინგრევა. მაგრამ, ეს ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის. კლუბები აპირებენ, რომ საჯარო დებატები გამართონ სტადიონის დანგრევის თემაზე. თუ დემონტაჟს დათანხმდებიან, სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დაიწყება, რათა 2027-2028 წლების სეზონისთვის დროულად გაიხსნას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპა აღარ გაფართოვდება: არაკომერციულია – უეფას 32 გუნდზე უარს ათქმევინებენ

როდესაც ცრემლების შეკავება ძალიან რთულია – ლეივერის თასზე ევროპის სახელს: ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩი და მარი დაიცავენ