in

დე იონგი ცალი ფეხით მანჩესტერშია, ჟეზუსმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

გუშინ, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ახალი, 65 მილიონიანი შეთავაზება გააგზავნა დე იონგის შესახებ, მაგრამ „ბარსელონა“ 85 მილიონს ითხოვს. როგორც ჩანს, შეთანხმება შედგა, მაგრამ გასარკვევია საბონუსე სისტემა, რომლის მიხედვითაც კატალონიურმა გრანდმა დანარჩენი 20 მილიონი ევრო უნდა მიიღოს. რამდენიმე წუთის წინ, „ბბს“-მ დაწერა, რომ „მანჩესტერმა“ 56 მილიონიან შეთანხმებას მიაღწია და ნიდერლანდელი მალე მოირგებს წითელ მაისურს.


გაბრიელ ჟეზუსმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და „არსენალთან“ 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. სატრასნფერო თანხა 45 მილიონი გირვანქა. წყარო, კვლავაც ფაბრიციო რომანო.


კვლავაც ფაბრიციო რომანო გვაუწყებს, რომ უსმან დემბელესა და „ბარსლეონას“ შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები გრძელდება. მისი აგენტი, მუსა სისოკო „ბლაუგრანას“ წარმომადგენლებს ამ კვირაში შეხვდება, რათა ახალი კონტრაქტის დეტალები განიხილონ. დემბელეს „ბაიერნმა“ და „იუვენტუსმა“ ამჟამინდელზე უკეთესი პირობები შესთავაზეს, მაგრამ ფრანგი ფეხბურთელისათვის პრიორიტეტი კატალონიაში დარჩენაა.

იტალიური პრესისა და რომანოს თქმით, ანხელ დი მარია „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება. არგენტინელი ტურინულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მოლაპარაკებები ამ კვირაში დასრულდება და კონტრაქტიც გაფორმდება.


ერლინგ ჰოლანდისა და ხულიან ალვარესის მოსვლის შემდეგ „სიტის“ შემტევები გუნდიდან წასვლას ლამობენ. ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა რაჰიმ სტერლინგი. ბრიტანული პრესის თანახმად, „ჩელსიმ“ 45 მილიონი გამოყო ინგლისელის სანაცვლოდ.


და ბოლოს, ისევ რომანოთი დავასრულოთ. ინტერის პრეზიდენტი მაროტა: „შკრინიარის შეძენა ბევრ გუნდს სურს და მხოლოდ „მან სიტისთან“ არ გვაქვს მოლაპარაკებები. ეს ნორმალურია, რადგან შკრინიარი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. ჩვენ ფრთხილად ვუდგებით ამ საკითხს“. მაროტამ ასევე პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა: „ჩვენ შევხვდით მის აგენტს და მოლაპარაკებები დავიწყეთ, მაგრამ არაფერია შეთანხმებული, რადგან პირობები მისაღები უნდა იყოს ორივე მხარისათვის. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტონი კროოსმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს

სანამ ლატვიაში წავიდოდნენ: მორიგი გამარჯვებისთვის ბრძოლა დაგვჭირდება