in

42 წლის შემდეგ და ხვიჩამდე: ოქროს ბურთის ნომინანტი ქართველი ფეხბურთელები

ხვიჩა კვარაცხელია France Football-მა „ოქროს ბურთის“ ათ ნომინანტს შორის დაასახელა, რაც ქართული ფეხბურთისთვის და ზოგადად ქართული სპორტისთვის უდიდესი მიღწევაა. იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა ახალგაზრდა ქართველმა დაიმსახურა ეს აღიარება, თუმცა ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის იყო.

აღსანიშნავია, რომ გამოცემა საუკეთესოთა საბოლოო სიაში სხვადასხვა რაოდენობის მოთამაშეებს ასახელებდა, ზოგჯერ 21-ს, ზოგჯერ 25. ხვიჩამდე საბოლოო სიაში 6 ქართველი ფეხბურთელი დაუსახელებიათ.

ხვიჩა ოქროს ბურთის ათეულშია: France Football-მა ქართველი აღიარა

პირველად ქართველი ფეხბურთელი საუკეთესოთა შორის 1961 წელს მოხვდა: მიხეილ მესხი მე-17 ადგილზე გავიდა, ხოლო სლავა მეტრეველი 23-ზე (წინა წელს ევროპის ჩემპიონები გახდნენ სსრკ-ს -ნაკრებში). მეტრეველი 1965 წელს მე-17 ადგიზე გავიდა.
ასევე ორჯერ დაასახელეს მურთაზ ხურცილავა: 1968 წელს 24-ე იყო, ხოლო 1972 წელს უკვე მე-11.

France Football-მა „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულში ქართველი ფეხბურთელები 1980-იან წლებში შეიყვანა, როდესაც თბილისის „დინამომ“ 1981 წელს თასების თასი აიღო – მე-7 ადგილზე რამაზ შენგელია გავიდა, მე-8-ზე – ალექსანდრე ჩივაძე. მე-11 პოზიციაზე აღმოჩნდა დავით ყიფიანი.

კვარაცხელია 42 წლის შემდეგ პირველი ქართველია პრეტენდენტთა შორის.

„ოქროს ბურთის“ მფლობელი 1956 წლიდან ვლინდება, როდესაც ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალ France Football-ის რედაქტორმა გაბრიელ ანომ თავის კოლეგებს სთხოვა, დაესახელებინათ საუკეთესო ფეხბურთელი. დღეისთვის ეს ყველაზე პოპულარულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოა.
ის ყველაზე მეტჯერ, 7-ჯერ ლეო მესის აქვს მოგებული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დამკიდეთ ლუვრში: რატომ შევა გრილიშის ფოტო ისტორიაში

მომზადებულები ვარ, ყველა კარგ ფორმაშია: საქართველო დღეს მიფრინავს