ფეხბურთში ახალგაზრდებს შორის მეორე მსოფლიო ჩემპიონატი 1979 წელს იაპონიაში ჩატარდა. ორი წლით ადრე, 1977-ში ტურნირი სსრკ-მ მოიგო და ამომავალი მზის ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ჩავიდა.
საბჭოთა ნაკრებმა ჯგუფში გაანადგურა უნგრეთი და განა, წააგო ურუგვაისთან და მეორე ადგილით გავიდა პლეი-ოფში, სადაც აჯობა პარაგვაის (პენალტების სერიაში) და პოლონეთს (1:0). ფინალში საბჭოთა კავშირს ტიტულის დაცვა არგენტინასთან უწევდა.
ახალგაზრდა არგენტინელებმა კი მარტივად გაიარეს ყველა მეტოქე. ჯგუფი ბურთების +9 სხვაობით მოიგეს (ინდონეზია, პოლონეთი, იუგოსლავია დაამარცხეს), ¼ ფინალში ალჟირი დაშალეს (5:0) და 1/2 ფინალში ურუგვაი გაისტუმრეს (2:0). „რივერ პლეიტის“ ფორვარდმა რამონ დიასმა 7 გოლი გაიტანა, მაგრამ მთავარი ვარსკვლავი ცხადია გუნდის კაპიტანი მარადონა იყო (მაშნ “არგენტინოს ხუნიორსში” გამოდიოდა). დიეგოს მიყავდა თამაში, თავად კი 5 გოლი შეაგდო.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/0c9840f4c11ec9fcbf6e340572258.jpeg)
ფინალი 1979 წლის 7 სექტემბერს ჩატარდა. ტოკიოს ეროვნულ სტადიონზე 50 ათასი მაყურებელი შეიკრიბა. პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე დაიწყო თუ არა იგორ პონომარიოვმა (ბაქოს „ნეფთჩი) თავურით გახსნა ანგარიში.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
საბჭოთა ფეხბურთელები მთელი ერთი საათი აკავებდნენ არგენტინელთა შეტევებს, მაგრამ ყველაფერი ერთ მომენტში ჩამოიშალა. მოგვიანებით ცნობილმა მეკარე ვიქტორ ჩანოვმა ორი გოლი გაუშვა სამ წუთში, ხოლო წერტილი მარადონამ დასვა საჯარიმო დარტყმით – 3:1.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი რა თქმა უნდა დიეგო მარადონა გახდა.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/79d4c0f4c11ec836df6e340572258.jpeg)
ეს პირველი ტროფეია არგენტინელი გენიის კარიერაში. 1990-იან წლებში დიეგომ აღიარა, რომ 1979 წლის ახალგაზრდული საუკეთესო გუნდი იყო, რომელშიც ოდესმე უთამაშია.
GIPHY App Key not set. Please check settings