in ,

4 წლიანი კონტრაქტი მილიონ ევროდ: მამარდაშვილი ვალენსიას სრულფასოვანი წევრია

ოფიციალურად! გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ფეხბურთელია. ჩვენი გავრცელებული ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის ოფიციალური კონტრაქტი პარასკევს შედგებოდა დადასტურდა.

ესპანურ კლუბსა და ახალგაზრდა ქართველ მეკარეს შორის 4 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. “ვალენსია” მამარდაშვილს თბილისის “დინამოდან” ერთ მილიონ ევროდ გამოისყიდის.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ზაფხულში შეუერთდა და ლა ლიგის საწყის 6 მატჩში გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც ითამაშა. 21 წლის მეკარემ ლა ლიგის ეგიდით გამართულ 6 მატჩში 7 გოლი გაუშვა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა და პირველი ტურის საუკეთესო მეკარეც გახდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ნაკრების სტატისტიკა ერთა ლიგაზე მომავალ მეტოქეებთან

ახალი მსოფლიო რეკორდი: 225 კილოგრამი ატაცში