ოფიციალურად! გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ფეხბურთელია. ჩვენი გავრცელებული ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის ოფიციალური კონტრაქტი პარასკევს შედგებოდა დადასტურდა.
ესპანურ კლუბსა და ახალგაზრდა ქართველ მეკარეს შორის 4 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. “ვალენსია” მამარდაშვილს თბილისის “დინამოდან” ერთ მილიონ ევროდ გამოისყიდის.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ზაფხულში შეუერთდა და ლა ლიგის საწყის 6 მატჩში გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც ითამაშა. 21 წლის მეკარემ ლა ლიგის ეგიდით გამართულ 6 მატჩში 7 გოლი გაუშვა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა და პირველი ტურის საუკეთესო მეკარეც გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings