საქართველოს ნაკრების მეტოქე კრიშტინო რონალდო ახალ რეკორდებს ამყარებს და, როგორც ჩანს, ევროპის ჩემპიონატზე კარგ განწყობაზე მიდის.
რონალდომ საუდის არაბეთში ერთ სეზონში გატანილი გოლების რეკორდი მოხსნა.
„ალ ნასრის“ ფორვარდმა დუბლი შეასრულა „ალ იტიჰადთან“ შეხვედრაში ჩემპიონატის ბოლო, 24-ე ტურში. ეს გოლები რონალდოსთვის 34-ე და 35-ე გახდა.
აქამდე რეკორდი 34 გოლი იყო.
ამასთან კრიშტიანომ განაახლა ლიგის რეკორდი შედეგიანი მოქმედებების მხრივ.
ამ სეზონში მის ანგარიშზე 46 გოლი და 11 ასისტია 30 მატჩში.
კრიშტიანომ 69 მატჩში 79 ქულა მოაგროვა.
„ალ ნასრის“ რიგებში ჩატარებული თამაშებში მან 64 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა ყველა ტურნირზე.
კრიშტიანო 4 ქვეყნის ბომბარდირი გამხდარა.
რონალდო პრემიერლიგის, ლა ლიგის, სერია ა-ს და ახლა საუდეთის საუკეთესო გოლეადორია. პორტუგალიელი ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია.
კომენტარი გააკეთა თავად რეკორდსმენმაც:
„მე არ დავსდევ რეკორდებს – რეკორდები დამსდევენ მე“, – დაწერა რონალდომ.
GIPHY App Key not set. Please check settings