in

4 ივლისს საქართველო ესპანეთს ახალ დარბაზში უმასპინძლებს

2022 წლის სექტემბერში თბილისი საკალათბურთო ქალაქად გადაიქცევა. ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ტურნირს ევრობასკეტს მასპინძლობს.

ცოტა ხნის წინ, უნივერსიტეტის ქუჩაზე სპეციალურად ევრობასკეტისთვის მშენებარე დარბაზს ცეცხლი გაუჩნდა. ბევრი იწერებოდა, რომ ამის გამო შესაძლოა დარბაზის მშნებელობის დასრულება ვერ მოსწრებულიყო და ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება საქართველოს ჩამორთმეოდა.

პირველი არხის სპორტულ გადაცემა “ტაიმ აუტში” სტუმრობისას “სანა კონსთრაქშენის” დირექტორმა ლევან თარგამაძემ თქვა, რომ ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი არცთუ სერიოზულია, ევრობასკეტის ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება და მისი თქმით, 4 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას, რომელშიც საქართველომ ესპანეთს უნდა უმასპინძლოს, სწორედ ახალ დარბაზში გაიმართება.

“ევრობასკეტის თბილისში ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება. დარბაზის მშენებლობა დათქმულ ვადებში მიმდინარეობს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 4 ივლისს საქართველო-ესპანეთის შეხვედრას ახალი დარბაზი უმასპინძლებს”, – თქვა ლევან თარგამაძემ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველი მსაჯის მორიგი აღიარება: 6 ერის შემდეგ Top 14-სა და ჩემპიონთა თასზე

კვარაცხელია ელმასზე უფრო ძლიერია: ბათუმის დინამოს კაპიტანი