in

4 ერთნაირი: მსოფლიოს 10 უძვირესი მეკარე – მამარდაც აქვეა

Transfermarkt მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული მეკარე წარადგინა.

პორტალმა მეკარეებზე ფასები განაახლა და ახალი ათეული გამოაქვეყნა.

საინტერესოა, რომ პირველ ოთხ მეკარეს ერთნაირი ფასი ადევთ.

აღვნიშნოთ, რომ შორს არ არის ჩვენი გიორგი მამარდაშვილიც, რომლის ფასი ასევე გაიზარდა Transfermarkt-ის მონაცემებით და ამჟამად 30 მილიონს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ათეულთან ძალიან ახლოსაა.

მამარდა გაძვირდა

მსოფლიოს 10 უძვირესი მეკარე Transfermarkt-ის ვერსიით:

  1. დიოგო კოშტა („პორტო“, 45 მლნ ევრო);
  2. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, 45 მლნ ევრო);
  3. მაიკ მენიანი („მილანი“, 45 მლნ ევრო);
  4. ტიბო კურტუა („რეალი“, 45 მლნ ევრო);
  5. ედერსონი („სიტი“, 40 მლნ ევრო);
  6. ანდრე ონანა („მანჩესტერი“, 40 მლნ ევრო);
  7. გრეგორ კობელი („ბორუსია“ დორტმუნდი, 35 მლნ ევრო);
  8. იან ობლაკი („ატლეტიკო“, 35 მლნ ევრო);
  9. ალისონი („ლივერპული“, 35 მლნ ევრო);
  10. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი („ბარსელონა“, 35 მლნ ევრო).

    30-მილიონიანი მამარდაშვილი მე-13 პოზიციაზე და მას 2 მლნ-ით (32 მლნ) ასწრებენ „არსენალის“ თადარიგში მყოფი აარონ რამსდეილი და „არსენალისვე“ გოლკიპერი დავიდ რაია.
    თავის მხრივ გიორგი უსწრებს „ჩელსის“ მეკარე რობერტ სანჩესს (28 მლნ), ასევე ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებების კარის დარაჯებს – უნაი სიმონს („ბილბაო“ – 25 მლნ) და ჯორდან პიკფორდს („ევერტონი“ – 22 მლნ), პრემიერლიგის კლუბების ბევრ მეკარეს და 25-ე ადგილოსან „ნაპოლის“ კარის მცველ ალექს მერეტის (18 მლნ).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი ყველაზე მატყუარაა

ჭკვიანი და ლამაზი: გაიცანით ფიგუს ქალიშვილი – სწავლობს მედიცინას და ხვდება სამეფო ოჯახის წარმომადგენელს