in

4 გოლი 5 მატჩში და გმირად მოვლენილი ნიდერლანდელი: არადა იანვარში მისი მოშორება უნდოდათ

“ესპანიოლისა” და “ბარსელონას” კაშკაშა დერბის (2:2) ერთ-ერთი გმირი ლუკ დე იონგი გახდა. ის მეორე ტაიმის მიწურულს “ბარსას” გადასარჩენად შევიდა მინდორაზე და სულ ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ დროში (96-ე წთ) ადამა ტრაორეს გადაცემის შემდეგ, გუნდს ქულა მართლა გადაურჩინა.

ლუკმა ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა. სერია “მალიორკათი” დაიწყო, სადაც ერთადერთი და გამარჯვების გოლი გაიტანა. მერე “გრანადასთან” მატჩში გახსნა ანგარიში, კლასიკოში გაათანაბრა და ახლა “ესპანიოლთან” დერბიშიც გაიტანა. დე იონგი კლუბის მეორე ბომბარდირია – მხოლოდ მემფის დეპაია უსწრებს (8 გოლი).

ფეხბურთელის ასეთი შედეგიანობა, მთავარ მწვრთნელსაც არ გამორჩენია და კომენტარიც გააკეთა: “ის არის პროფესიონალი, მაგალითი სხვებისთვის. ორი საგოლე მომენტიდან ერთი გაიტანა. მე ის ყოველთვის მაგალითად მომყავს”.
ჩავიმ ასევე დასძინა, რომ ფეხბურთელის ძლიერი თამაში შემთხვევითი არ არის.

ლუკს იანვარში შეეძლო “კადისში” წასულიყო, მაგრამ ძალიან არ უნდოდა, ბარსელონაში მოსწონს

მანამდე ნიდერლანდებს ზედიზედ 8 მატჩში არ გაუტანია და “ბარსას” სერიოზულად სურდა მისი მოშორება.
იანვარში “სევილიამ”, რომელმაც სეზონის დასაწყისში ნიდერლანდელი “ბარსელონას” იჯარით გადასცა, “კადისთან” შეთანხმებას მიაღწია დე იონგის სრულფასოვან ტრანსფერზე. მაგრამ ლუკმა უარი თქვა. მას სურდა სეზონის “ბარსაში” დასრულება, მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრის მერე მხოლოდ 3 მატჩი ქონდა ჩატარებული.
“მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია საუბარია ჩემს წასვლაზე, მე ყოველთვის “ბარსაზე” ვიყავი კონცენტრირებული, რადგან აქ თამაში ძალიან მინდა”, – განმარტა ლუკმა.

31 წლის თავდამსხმელი კატალონიაში 6 თვეა დასახლდა. იანვარში, როდესაც მისი კარიერის ბედი წყდებოდა, მან თქვა: „ჩვენ უკვე ნახევარი წელია აქ (ბარსელონაში) ვართ და აღარ მინდა გადასვლა. როტაციის მოთამაშის როლიც კი მაწყობს, მაგრამ კლუბს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ვნახოთ, მე ისევ “სევილიას” ვეკუთვნი, კონტრაქტი 2023 წლამდე მაქვს”.

ამავე ინტერვიუში დე იონგმა ისაუბრა მომენტის ფასზე: „სპორტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონკრეტული მომენტი. ხან სიძულვილის წინაშე დგახარ, ხან კი აღტაცებულ მზერას იჭერ. ახლა ჩემზე დადებითად რეაგირებენ და ეს ძალიან სასიამოვნოა”.

თუ ნიდერლანდელი გოლების გატანას განაგრძობს, ეს მომენტი ალბათ მალე არ დასრულდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რაზე გადის მადრიდისკენ მიმავალი გზა: ზიდანისა და ჰაალანდის საიდუმლო შეხვედრა Adidas-ში

რევაზ იმნაიშვილი: სამივე მატჩი დამაჯერებლად უნდა მოვიგოთ