33 წლის ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა 4-დღიანი წარუმატებელი პერიოდი შეწყვიტა და იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე შემოდგომის სუპერტურნირზე მეორე გამარჯვება იზეიმა.
ტოჩინოშინი აკი ბაშოს დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და კარგ ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება, თუმცა, დასავლეთისვე მე-14 მაეგაშირა იუტაკაიამასთან ორთაბრძოლაში მისი უპირატესობა აშკარა იყო და აღნიშნულ მეტოქეს ზედიზედ მეხუთედ აჯობა. ქართველმა სეკიტორმა 27 წლის იაპონელი ტავარასთან მიიყვანა და დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.
ტოჩინოშინის მაჩვენებელი 2 მოგება და 4 მარცხია, მისი მომდევნო მოწინააღმდეგე კი აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა, 34 წლის ვეტერანი კაისეი იქნება. ქართველ და ბრაზილიელ სუმოისტებს დაპირისპირების დიდი ისტორია გააჩნიათ და ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობა ტოჩინოშინს გააჩნია – 13 მოგება, 10 მარცხი.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings