in ,

3:3 – გრანდებს დაავიწყდათ, რომ თამაში ბოლომდეა – XII ტური

კარგი მატჩები დაემთხვა ესპანეთში. კიდევ იშვიათი რაღაც დაემთხვა. ორი მატჩი 3:3 დასრულდა, არადა ორივეში ფავორიტი და თან გრანდი კომფორტული სხვაობი იგებდა და ვერცერთმა ვერ შეინარჩუნა გამარჯვება. ერთგოლიანი პირველი ტაიმის შემდეგ, ერთბაშად 5 გოლი გავიდა “მესტალიაზე”. “ატლეტიკო” 3:1-ს ამარცხებდა “ვალენსიას” და ნახევარი საათი რჩებოდა და პრინციპში მიიყვანა კიდეც საქმე ბოლომდე, მაგრამ… შეცვლაზე შესულმა დურომ 92-ე და 96-ე წუთებზე გაიტანა და ქულა მოუტანა გიორგი მამარდაშვილის გუნდს.

თითქმის ანალოგიური შეემთხვა ჩავ მომლოდინე “ბარსელონას”. კატალონიელებმა მშვიდად მოიგეს 3:0 პირველი ტაიმი “სელტასთან” და მეორეში ასევე სამი გაუშეს, მათ შორის გადამწყვეტი 96-ე წუთზე.

This image has an empty alt attribute; its file name is 50144925-0-image-a-30_1636220146135.jpg

ბოლოს კი სევილიუარი დერბი იყო: “ბეტისმა” საშინაო არენაზე უკეთეს ფორმაში მყოფ “სევილიასთან” მეორე ტაიმში წააგო და დაწევის ნაცვლად უფრო წინ გაუშვა თანაქალაქელი.
“სოსიედადმა” კი ლიდერობა შეინარჩუნა.

კარლო ანჩელოტიმ მე-100 მატჩი მოიგო (135-დან) „რეალის“ თავკაცის პოსტზე.

ანჩელოტი: „მათ შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ „რეალს“ 5-6 გოლის გატანა შეეძლო. კმაყოფილი ვარ“.

ბენზემამ და ვინისიუსმა ლა ლიგაში 17 გოლი გაიტანეს. მარტო ლევანდოვსკი-გნაბრის დუეტს აქვს უფრო მეტი (19) ტოპ 5 ლიგაში.

ბენზემას 22 ქულა (14+8) აქვს სეზონის 15 მატჩში. ის ლა ლიგის ბომბარდირია.

კაზემირომ მე-200 მატჩი ითამაშა „რეალის“ შემადგენლობაში ლა ლიგაში.

„რეალს“ და „ბარსელონას“ შორის სხვაობა უკვე 10 ქულაა.

„ბარსელონამ“ 23 წელიწადში პირველად გაუშვა ლა ლიგაში გამარჯვება ხელიდან, როდესაც 3-ბურთიანი უპირატესობით იგებდა.

„ბარსელონა“ 4 მატჩია ლა ლიგაში ვერ იგებს: 2 წაგება და 2 ფრე.

„ბარსას“ მწვრთნელი: „ბევრი ტრავმა გვაქვს, რთულია მუშაობა. გვიწევს სათმაშოდ ბავშვები შევუშვათ“.

ფალკაომ 5 გოლი გაიტანა „რაიოს“ მაისურით 8 შეხვედრაში. 35 წლის ფორვარდმა „რეალსაც“ გაუტანა და „ბარსასაც“.

“ატლეტიკოს” მხოლოდ 1 მოგება აქვს ბოლო 6 მატჩში.

ლუის სუარესმა მე-14 გოლი გაუტანა “ვალენსიას” – ყველაზე მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა გუნდს.

ლა ლიგა – XII ტური

ბილბაო – კადისი 0:1
ესპანიოლი – გრანადა 2:0
სელტა – ბარსელონა 3:3
ალავესი – ლევანტე 2:1
რეალი – რაიო ვალეკანო 2:1
ვილიარეალი – ხეტაფე 1:0
ვალენსია – ატლეტიკო 3:3
მალიორკა – ელჩე 2:2
ოსასუნა – სოსიედადი 0:2
ბეტისი – სევილია 0:2

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალიის ზედა ნაწილში არაფერი შეცვლილა – XII ტური

ქვილითაია ნაკრებში არგამოძახებამ გააბრაზა და დუბლი მიითვალა – ლეგიონერები