30 წლის შემდეგ, საქართველოს უმაღლესი ლიგის, დიდი 10-ის ფინალი ქუთაისში, “აია არენაზე” ჩატარდება.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში ფინალური შეხვედრა ერთადერთხელ, 1991 წელს გაიმართა და “ლოკომოტივის” 11:6 ძლევით მასპინძელმა “აიამ” ზედიზედ მეორედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.
22 მაისს საჩემპიონო ბრძოლაში ოთხი გუნდი ჩაებმება და ორივე თამაში თბილისში გაიმართება. “აკადემია”, რომელმაც რეგულარული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა, მეექვსეადგილოსან “ლოკომოტივს” „რაგბი პლატოზე“ 16:00 საათზე მასპინძლობს, ხოლო მეოთხეადგილოსანი “იუნკერები” “ყოჩებს” (მე-5 ადგილი რეგულარულში) 18:45 საათზე „ავჭალაზე“ დაუხვდება.
შეგახსენებთ, ორი მოწინავე “აია” და “ბათუმი” პლეი-ოფში მეორე, ნახევარფინალური ეტაპიდან ჩაერთვება. 29 მაისს “აია” “იუნკერები”-“ყოჩებს” შორის გამარჯვებულს მიიღებს, ხოლო “აკადემია”-“ლოკომოტივს” შორის მოგებული “ბათუმს” ზღვისპირეთში ეწვევა.
GIPHY App Key not set. Please check settings