„ბარსელონამ“ და „ბაიერნმა“ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერი შეათანხმეს 45 მლნ ევროდ (5 მლნ ბონუსებიც გათვალისწინებულია).
ეს გადასვლა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს შორის.
ყველაზე ძვირიანი კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერია, როდესაც მადრიდის „რეალიდან“ 117 მილიონად გადავიდა „იუვენტუსში“. მაშინ პორტუგალიელი 33 წლის იყო.
„ბარსელონა“ თითქმის ნახევარ გარიგებებში ფიგურირებს. თვალში მოსახვედრია პიანიჩის მიყვანა, რომელშიც 60 მლნ გადაიხადეს.
ლეონარდო ბონუჩი ორჯერ არის ნახსენები. 2017 წელს „იუვედან“ „მილანში“ გადავიდა 42 მლნ ევროდ, თუმცა მომდევნო წელსვე უკან დაბრუნდა – 35 მლნ ევროდ.
შედარებით ახალ მიმოსვლებში უჩვეულოდ გამოიყურება გაბრიელ ბატისტუტას ტრანსფერი. 2000 წელს „რომამ“ არგენტინელის სანაცვლოდ „ფიორენტინას“ 36 მლნ ევრო მისცა, რაც იმ დროისთვის ფანტასიკური თანხა იყო.
30+ ფეხბურთელთა 12 ტოპ ტრანსფერი
კრიშტიანო რონალდო – 33 წლის – 2018 წ – „რეალი“-„იუვენტუსი“ – 117 მლნ ევრო
მირალემ პიანიჩი – 30 – 2020 – „იუვენტუსი“-„ბარსელონა“ – 60 მლნ
რობერტ ლევანდოვსკი – 33 – 2022 – „ბაიერნი“-„ბარსელონა“ – 45 მლნ
პაულინიო – 30 – 2019 – „ბარსელონა“-„გუანჯოუ“ – 42 მლნ
ლეონარდო ბონუჩი – 30 – 2017 – „იუვენტუსი“-„მილანი“ – 42 მლნ
კალიდუ კულიბალი – 31 – 2022 – „ნაპოლი“-„ჩელსი“ – 38 მლნ
რაჯა ნაინგოლანი – 30 – 2018 – „რომა“-„ინტერი“ – 38 მლნ
გაბრიელ ბატისტუტა – 31 – 2000 – „ფიორენტინა“-„რომა“ – 36.15 მლნ
იასპერ სილესენი – 30 – 2019 – „ბარსელონა“-„ვალენსია“ – 35 მლნ
ლეონარდო ბონუჩი – 31 – 2018 – „მილანი“-„იუვენტუსი“– 35 მლნ
სადიო მანე – 30 – 2022 – „ლივერპული“-„ბაიერნი“ – 32 მლნ
მატს ჰუმელსი – 30 – 2019 – „ბაიერნი“-„ბორუსია“ დორტმუნდი – 30.5 მლნ
GIPHY App Key not set. Please check settings