საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი შერმადინმა ლიგა ენდესაში მორიგი შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა და კიდევ ერთხელ დაიმსახურა მატჩის MVP-ის ტიტული.
ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში შერმადინის “ტენერიფემ” “ესტუდიანტესი” 101:77 გაანადგურა. შერმინატორმა 17:24 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 13-დან 9 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +32 იყო და მატჩის საუკეთესო კალათბურთელიც გახდა.
“ტენერიფემ” ლიგა ენდესაში 23 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს ინარჩუნებს, წინ კი, მხოლოდ ესპანური გრანდები “რეალი” და “ბარსელონა” არიან.
შერმადინის გუნდი მომდევნო მატჩს 13 აპრილს, მადრიდში, სწორედ “სამეფო კლუბის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings