კრიშტიანო რონალდოს “მანჩესტერ იუნაიტედში” ტრანსფერი 21-ე საუკუნის ყველაზე მომგებიანად დასახელდა.
Goal.com-მა საუკუნის დასაწყისიდან ყველაზე ხეირიანი ტრანსფერების რეიტინგი შეადგინა. სიას სათავეში ჩაუდგა 2003 წელს კრიშტიანო რონალდოს 12 მილიონი ფუნტი გადასვლა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ლისაბონის „სპორტინგიდან“.
21-ე საუკუნის ტოპ 10 ყველაზე წარმატებული ტრანსფერი Goal.com-ის მიხედვით:
- კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედში“ „სპორტინგიდან“ 12 მილიონ ფუნტად 2003 წელს;
- ჯეიმი ვარდი „ლესტერში“ „ფლიტვუდ თაუნიდან“ 1,7 მილიონ ფუნტად 2012 წელს;
- სამუელ ეტო 2009 წელს „ბარსელონადან“ „ინტერში“ (ბარსამ ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის 46 მილიონი ევრო და ეტოო გადაიხადა);
- ნგოლო კანტე (ორჯერ: „ლესტერში“ 5,6 მილიონი ფუნტი 2015 წელს და „ჩელსიში“ 2016 წელს 32 მილიონი ფუნტით);
- რიად მაჰრეზი „ლესტერში“ 450 ათას ფუნტად „ჰავრიდან“ 2014 წელს;
- კაკა „მილანში“ „სან პაულოდან“ 8,5 მილიონ ევროდ 2003 წელს;
- ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ „ფიორენტინადან“ 7,3 მილიონ ევროდ 2005 წელს;
- დანიელ კარვახალი მადრიდის “რეალში” ლევერკუზენის “ბაიერიდან” 2013 წელს 6,5 მილიონ ევროდ ყიდვის ოფციით;
- მარსელო მადრიდის „რეალში“ „ფლუმინენსედან“ 6,5 მილიონ ევროდ 2007 წელს;
- რაფაელ ვარანი მადრიდის „რეალში“ „ლანსიდან“ 10 მილიონ ევროდ 2011 წელს.
GIPHY App Key not set. Please check settings