ცნობილია 16 ქალაქი, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიოანტის მატჩებს უმასპინძლებენ. მოგეხსენებათ, 2026 წლის მუნდიალის მასპინძელი სამი ქვეყანაა – აშშ, მექსიკა და კანადა.
აშშ-დან შეირჩა: ატლანტა, ბოსტონი, დალასი, ჰიუსტონი, კანზასი, ლოს-ანჯელესი, მაიამი, ნიუ-იორკი, ფილადელფია, სან-ფრანცისკო და სიეტლი.
მექსიკას წარმოადგენს: გვადალახარა, მეხიკო და მონტერეი.
კანადამ აარჩია: ტორონტო და ვანკუვერი.
ეს იქნება პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ახალი რეგლამენტით – 48 გუნდის მონაწილეობით. თითოეულ ქალაქში განთავსდება თითო ჯგუფი სამი გუნდისგან. ფინალურ ეტაპზე 16 ჯგუფი იქნება 3-3 გუნდით.
GIPHY App Key not set. Please check settings