in

2026 წლიდან შესაძლოა ერთა ჩემპიონატი დაიწყოს -მსოფლიო რაგბი განხილვის პროცესშია

დღეს, ირლანდიის ქალაქ დუბლინში მსოფლიო რაგბის მაღალჩინოსნების მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მსოფლიო რაგბის მამები გლობალური კალენდრს რეკონსტრუქციას ცდილობენ.

ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა Planetrugby-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რაგბის მამებმა” განიხილეს იდეა, რომელიც მსოფლიო თასისა და “ლომების” ტურნეს გარდა ყოველ ორ წელიწადში ე.წ. “მინი მსოფლიოს” ტურნირის ჩატარებას გულისხმობს. ეს იდეა, ჯერ კიდევ სამი წლის წინ წამოიჭრა.

როგორც წყარო ამბობს საბოლოოდ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, ამას მსოფლიო რაგბი კიდევ განიხილავს.

ერთა ჩემპიონატს 24 გუნდი ითამაშებს, რომლებიც ორ დივიზიონად იქნება დაყოფილი.მატჩები ზაფხულისა და შემოდგომის ტესტებს ჩაანაცვლებს. ასევე, დივიზიონებს შორის იქნება აღზევება/დაქვეითების სისტემა.

მეორე დივიზიონში, რომელშიც საქართველოს ნაკრები იქნება, ძირითადად განვითარებადი სარაგბო ქვეყნებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებსაც შანსი მიეცამათ ასეთ ტურნირზე მეტად განვითარდნენ და დააღვიონ წლების განმავლობაში სარაგბო სამყაროში ჩაკეტილი სივრცე.

პირველ დივიზიონში განიხილება შემდეგი 12 გუნდის მონაწილეობა – ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა, ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, შოტლანდია, უელსი, იტალია, იაპონია და ფიჯი.

მეორე დივიზიონი – საქართველო, ესპანეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, სამოა, ტონგა, ნამიბია, აშშ, კანადა, ურუგვაი და ჩილე.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა

თედო აბჟანდაძე ბრივს ტოვებს