in

2023 წელს რეკორდი დამყარდა: კლუბებმა ტრანსფერებზე 9.63 მილიარდი დახარჯეს

საფეხბურთო კლუბებმა 2023 წელს სატრანსფერო ხარჯების რეკორდი დაამყარეს.

ეს ფიფას ანგარიშიდან გახდა ცნობილი. აქ გათვალისწინებულია მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის კლუბებს შორის ტრანსფერები და ერთ ჩემპიონატში გადასვლა-გადმოსვლა არ იგულისხმება.

2023 წელს 9.63 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, რაც 48,1%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე (6.5 მლრდ დოლარი). წინა რეკორდი 2019 წელს დამყარდა და ისიც საგრძნობლად არის გაუმჯობესებული. მაშინ დაიხარჯა 7.35 მლრდ და ის გაუმჯობესდა 2.28 მლრდ-ით.

ყველაზე მეტი ინგლისურმა კლუბებმა დახარჯეს – 2.9 მლრდ დოლარი. გერმანულმა კლუბებმა კი ყველაზე მეტი იშოვეს ფეხბურთელების გაყიდვით, 1.2 მილიარდზე მეტი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: საზონოვმა იტალიელები გადარია – ქართველი ფეხბურთელი ტრამვაით დადის

თაღლითობა ტაილანდურად: ლივერპულში ჩასასვლელი ფული არ მაქვს და დამეხმარეთ – ჩაბი ალონსო გულშემატკივრებში ფულს აგროვებს