in

2 მატჩი 3 გოლი: ქვილითაიამ ისევ გაიტანა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში „აპოელმა“ შინ ბოლო ადგილზე მყოფი „ხლორაკა“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. ნიქოზიელების ძირითად შემადგენლობაში სამივე ქართველი იყო – ლაშა დვალი, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია.

მე-60 წუთზე ქვილითაიამ პენალტი მოიპოვა (VAR-მა დაადასტურა) და თავად გაიტანა.

ქვილითაია 84-ე წუთზე შეცვალეს. დვალმა და დაუშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშეს.

წინა მატჩში ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა სათასო მატჩში.
ქვილითაიამ ბოლო ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა.

„აპოელმა“ 20 ტურის შემდეგ 46 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, ლიდერს, ლარნაკას აეკ-ს მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დინამო იგებდა, მაგრამ წააგო: მეორე შეკრებაზე ბევრი სპარინგია

ვიდეო: პირველი თამაში, პირველი მოგება – როგორი გამოვიდა რონალდოს დებიუტი