in

19 წლის ქართველი მორაგბე მონპელიეში გააგრძელებს კარიერას

ძალიან მაგარი ამბავი ქართულ რაგბიში. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბე ლუკა კოტორაშვილის კარიერას ფრანგულ სარაგბო გრანდში “მონპელიეში” გააგრძელებს. 19 წლის მორაგბემ “მონპელიესთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლუკა კოტორაშვილი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრია და უმცროს ბორჯღალოსნებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ლუკამ ინგლისთან ისტორიულ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა და ლელოც მიითვალა.

შეგახსენებთ, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატამდე გასახურებელ შეხვედრაში ინგლისი 40:38 დაამარცხა.

უმცროსი ბორჯღალოსნები 24 ივნისიდან სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდე;თა მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ჩვენი გუნდის მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე: სამხრეთ აფრიკა, არგენტინა და იტალია იქნებიან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ივნისის საქართველო ცნობილია: შემადგენლობაში ყველანი არიან – ახალგაზრდული?

ახალგაზრდულის გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია: აქაც ყველანი არიან