19 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე უკრაინის დასახმარებლად ჩელენჯს იწყებს.
ფურცელაძე ამჟამად ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხშია, სადაც მალე ITF-ის ტურნირზე ითამაშებს. ფურცელაძე გამოდის ინიციატივით, რომ ამ ტურნირზე მის მიერ მოწოდებულ თითოეულ ეისზე უკრაინის დასახმარებელ საქველმოქმედო ფონდში 5 დოლარს გადარიცხავს.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/inbound6728544405293069939-461x1024.png)
ფურცელაძე შარმ ელ შეიხი ძირითადი ბადის 1-ელ წრეში ჩეხ პეტრ ჰაიეკს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ საბა და ჰაიეკი წყვილთა თანრიგში ერთად გამოდიან, სადაც 1-ლი წრის შეხვედრა წარმატებით გაიარეს – ქართულ-ჩეხურმა დუეტმა ტურნირიდან ასპარეზობას ჩემპიონატზე მე-4 ნომრად განთესილი ჩეხური წყვილი, ფილიპ დუდა და ონდრეჟ ჰორაკი გამოთიშა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings