ბელგიური “კორტრაიკის” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილმა ცოტნე ბენდიანიშვილმა მთავარ გუნდთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 18 წლის ქართველ ნახევარმცველს ორმაგი მოაქალაქეობა აქვს, მაგრამ მან უკვე ითამაშა საქართველოს 18-წლამდე ნაკრებში.
“ბედნიერი ვარ, რომ პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. 4 წლიდან აქ ვიყავი, 12 წლის გენტში გადავედი, მაგრამ ისევ აქ დავბრუნდი, რადგანაც ამ გუნდში თავს კარგად ვგრძნობ”, – განაცხადა ცოტნემ კლუბის პრესსამსახურთან.
“კორტრაიკი” 6 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-5 ადგილზეა. ცოტნე ამ დროისთვის მესამე ქართველია, რომელიც იუპილერ ლიგაში ითამაშებს.
შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე “გენტში” თამაშობს, გიორგი მიქაუტაძე კი “სერენში” დაბრუნდა.
GIPHY App Key not set. Please check settings