18 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩხეტიანი კარიერას პორტუგალიურ “ბრაგაში” გააგრძელებს. ინფორმაციას “ბრაგას” ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.
როგორც კლუბის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნახსენები, ჩხეტიანი “ბრაგას” 23-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს.
გიორგი ჩხეტიანი, რომელიც ამპლუით მცველია, თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია. მიმდინარე სეზონში მან “დინამოს” მაისურით ეროვნულ ლიგაშიც ითამაშა. “საბურთალოსთან” შეხვედრისას კახა ცხადაძემ ის 72-ე წუთზე შეუშვა მოედანზე.
გიორგი ჩხეტიანს საქართველოს 17 წლამდელთა რიგებშიც უთამაშია.
GIPHY App Key not set. Please check settings