ძალიან მაგარი ამბავი. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი კარიერას სახელგანთქმულ და ისტორიულ გუნდში – პორტუგალიურ “პორტოში” გააგრძელებს. ინფორმაციას პორტუგალიური record.pt ავრცელებს და ამას პორტუგალიური კლუბიც მალე დაადასტურებს.
გიორგი აბუაშვილი “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და ასაკობრივ გუნდებში წარმატებითაც გამოდიოდა. მან განსაკუთრებით თავი თბილისში ჩატარებულ ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე გამოიჩინა. აბუაშვილი 2019 წლიდან თბილისის “დინამოს” ძირითად გუნდში ირიცხებოდა და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის შემადგენლობაში 1 მატჩი აქვს ჩატარებული.
აბუაშვილი “პორტოში” სინჯებზე გასულ თვეში გაემგზავრა და პორტუგალიელები მის დატოვებას აპირებენ.
გიორგი აბუაშვილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრიცაა.
GIPHY App Key not set. Please check settings