in

18 მლნ ევრო ყველაზე ელიტურ სახლში: მბაპე მადრიდში სერხიო რამოსის სახლს ყიდულობს

კილიან მბაპე აპირებს სერხიო რამოსის მადრიდული სახლი იყიდოს 18 მლნ ევროდ.

Vozpópuli იუწყება, რომ ფეხბურთელები უკვე შეთანხმდნენ და საცხოვრებელი ფრანგს მაშინ გადაეცემა, როდესაც ის საბოლოოდ გააფორმებს კონტრაქტს „რეალთან“.

გარიგება პირდაპირ ორ ფეხბურთელს და უახლოეს მრჩევლებს – მბაპეს დედა ფაიზა ლამარსა და რამოსის ძმა რენეს – შორის შედგა.

თავდაპირველად სერხიო აპირებდა ყოფილი თანაგუნდელისთვის (პსჟ-ში ერთად თამაშობდნენ) მისი სხვა სახლი მიეცა იმავე რაიონში, რომლის ღირებულება 6 მლნ ევროა, მაგრამ ფრანგმა უფრო ძვირადღირებული ვარიანტი არჩია. სახლი ელიტურ ლა მორალეხეს რაიონში მდებარეობს, რომელიც მადრიდის ჩრდილოეთ ნაწილშია. ხსენებული სახლი კი ამ რაიონში ყველაზე ძვირი ღირს.

18 მილიონიანი სახლი 1000 კვ/მ-ია და 15 000 კვ/მ ფართობზე დგას.

როგორც ამბობენ, მბაპემ შესაძლოა დაახლოებით 100 მლნ ევროს ბონუსი მიიღოს „რეალთან“ კონტრაქტის გაფორმებისთვის, ხოლო წლიურად 50 მლნ ანაზღაურება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძეს წითელ ბარათს გააუქმებენ: მსაჯმა შეცდომა აღიარა და თავად მოითხოვა

მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ახლა გვარდიოლაა