ქართველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე პორტუგალიურ მონტემორ-ო-ველიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
17 წლის ქართველმა სპორტსმენმა ოქროს მედალი 18-წლამდელთა ტურნირზე 500 მეტრზე კანოეთი შეჯიბრში მოიპოვა.
საინტერესოა, რომ წივწივაძე როგორც საკვალიფიკაციო (2:11.15), ასევე ნახევარფინალურ (2:09.89) გაცურვაში მე-2 იყო, ფინალში კი დისტანცია 1:55.30 წუთში დაფარა და რუს მაკსიმ კარატაევს 0.27 წამით აჯობა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings