in

1:1 – რა ხდება შეკრებაზე: ეჰ ბათუმი

წყალტუბოს „სამგურალმა“ მეოთხე საკონტროლო მატჩი მოლდოვურ „პეტროკუბთან“ (მწვრთნელი შოთა მახარაძე) 1:1 ითამაშა. „სამგურალმა“ 89-ე წუთზე საბა ჩხეტიანის გოლით გაათანაბრა (აქეთ პენალტი გაგვიტანეს).
“სამგურალი” ბოლო სპარინგს 19 თებერვალს, ყაზახურ “ულიტაუსთან” გამართავს.

თბილისის „დინამო“ უზბეკურ „ნოვბახორს“ შეხვდა. ეს მატჩის 1:1 დასრულდა. მე-13 წუთზე თბილისელთა შეტევა პორტუგალიელმა გარემარბმა, რუი მონტეირუმ გახსნა ანგარიში. საპასუხო ბურთი კი 90+4-ე წუთზე მივიღეთ სტანდარტულიდან.
უზბეკურ გუნდში ითამაშეს ქართველმა მცველებმა – ექსტორპედოელმა ანრი ჭიჭინაძემ და ყოფილმა იბერიელმა გიორგი ჯგერენაიამ. გუნდის მწვრთნელი კი თემურ კაპაძეა, ვინც უზბეკეთის ნაკრებს მუნდიალის საგზური მოუტანა.
თურქული შეკრების ბოლო მატჩს “დინამო” 17 თებერვალს, ყაზახური “კასპიის” წინააღმდეგ გამართავს.

1:1 დასრულდა „სპაერისა“ და ყირგიზული „ილბირსის“ შეხვედრაც. ჩვენგან თავი თამაზ ცეცხლაძემ გამოიჩინა.

ბათუმის „დინამო“ უზბეკურ „სოგდიანას“ შეხვდა და დამარცხდა – 0:2.
ქართულმა კლუბმა თურქულ შეკრებაზე ექვსიდან ექვსი ამხანაგური მატჩი წააგო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტე ორ კვირაში დაბრუნდება

მამარდაშვილს შეიძლება მოთმინება არ ეყოს: ლივერპული სხვა მეკარის დამატებას აპირებს?