in ,

11 კი არა, 29 ვართ: ბიჭებმა უნდა გამცენ პასუხი, არიან თუ არა მზად უფრო მაღალი მიზნებისთვის – ვფიქრობ, მათ დიდი ამბიცია აქვთ

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე მესამე მატჩი გამართა და კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ვილი სანიოლის გუნდმა სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონია დიდი ანგარიშით დაამარცხა – 0:3.

ვერ მოგიგებთ კი არა… საქართველომ მთავარი მეტოქე გაანადგურა

სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები C4 ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 ივნისს, თბილისში, “დინამო არენაზე” ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფის მეორე შეხვედრა გიბრალტარსა და ბულგარეთს შორის ფრედ 1:1 დასრულდა.

ვილი სანიოლი:

„ბულგარეთთან მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ბევრი ცვლილება არ გვქონდა. ვიცოდი, რომ რთული პირველი წუთები იქნებოდა. რამდენიმე მოთამაშე დაღლილი იყო, მაგრამ ასეთი არჩევანი გავაკეთეთ. პირველ ტაიმში ამბიციის ნაკლებობა გვქონდა, ამიტომ მეორე ნახევარში გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ და ფეხბურთელებმა დავალებები შესანიშნავად შეასრულეს. ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ოქტომბრიდან გვაქვს, დაგვეხმარა. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ გამარჯვებით. პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, 3:0 ძალიან დიდი ანგარიშია, თუმცა მეორე ტაიმით სრულად კმაყოფილი ვარ.

საქართველოს ნაკრების ბოლო პერიოდს თუ შევაფასებთ, გვქონდა როგორც კარგი, ისე ცუდი პერიოდები. სექტემბერი ჩვენთვის ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა, 3 მატჩი წავაგეთ, ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებული იყო, მოთამაშეებს არ უწევდათ საკუთარ კლუბებში თამაში. ამ მომენტისთვის რთულია იმის თქმა, არის თუ არა გუნდი მზად, რომ შემდეგი ნაბიჯი გადადგას და უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. ვფიქრობ, ეს ფეხბურთელების გადასაწყვეტია და უფრო მაღალი მიზნებისთვის კიდევ ბევრი უნდა ვიშრომოთ. მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. ჩემი საქმეა უკეთ მოვამზადო ისინი ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად, რათა საუკეთესოდ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, მოედანზე კი მათ უნდა შეასრულონ დავალებები და გამცენ პასუხი შეკითხვაზე, არიან თუ არა მზად უფრო მაღალი მიზნებისთვის. თუმცა, ვფიქრობ, რომ მათ დიდი ამბიცია აქვთ და ერთად ბევრს ვიშრომებთ მომავალში მიზნების მისაღწევად.

ხვიჩა კვარაცხელიამ ძალიან კარგად ჩაატარა უკანასკნელი სამი მატჩი, თუმცა სხვა მოთამაშეების გარეშე მისთვისაც რთული იქნებოდა. თითოეულ ფეხბურთელს გუნდში საკუთარი როლი აქვს. გეთანხმებით, რომ ის გამორჩეულია, მაგრამ მგონია, რომ ჯერ ყველაფერი არ გინახავთ. დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.

გიორგი მამარდაშვილმა თავი დაცულად გვაგრძნობინა. ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ, რაც გააკეთა, ყველაფერი მაღალ დონეზე შეასრულა. მისი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენა მოულოდნელი არ ყოფილა, როტაცია მეკარის პოზიციასაც ეხება. წარმატება არა 11 ან 23, არამედ 29 ფეხბურთელის დამსახურებაა. როგორც ვთქვი არა 11, არამედ 29 ვართ. ზოგი მეტს თამაშობს, ზოგი ნაკლებს. შესაძლოა ამან ზოგჯერ უკმაყოფილება გამოიწვიოს, მაგრამ ამას მალევე ივიწყებენ და ყველაფერს აკეთებენ გუნდისთვის. სწორედ ეს ატმოსფერო და გუნდში არსებული გარემო არის ჩვენი წარმატების მიზეზი.

როდესაც ფეხბურთელები გულშემატკივართა მხარდაჭერას გრძნობენ, თამაში უადვილდებათ. მადლობა გულშემატკივრებს, ვინც შორი გზა გამოიარა. მადლობა მათ, ვინც გიბრალტართან მატჩზე მოვიდა სტადიონზე და 12 ივნისს, ბულგარეთთან შეხვედრაში გვიგულშემატკივრებს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის სტაფის წევრებს, ისინი ყოველთვის გუნდთან არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოთამაშეებმა მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრონ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვერ მოგიგებთ კი არა… საქართველომ მთავარი მეტოქე გაანადგურა

ჩრდ მაკედონია – საქართველო ფოტოებში