გერმანულ მედიაში დაიწერა, რომ ბუნდესლიგაში დაბრუნებისთის მებრძოლო ისტორიული კლუბი “ჰამბურგი” გიორგი ჩაკცეტაძეს აღარ გამოისყიდის და ქართველ შემტევს ზაფხულში ისევ ბელგიურ “გენტში” დაბრუნება მოუწევს.
გერმანულ ვებგვერდზე “ჰამბურგის” მთავარი მწვრთნელის ტიმ ვალტერის კომენტარია, რომელშიც გერმანელი სპეციალისტი ამბობს, რომ ჩაკვეტაძის თამაშით იმედგაცრუებულია და მისგან მეტის მოლოდინი ჰქონდა. ის არნინავს, რომ გიორგი ვარჯიშებზეც არ ინდომებს და რეალურად მას უფრო დიდი პოტენციალი აქვს.
“გიორგის დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ვაკვირდები და ვარჯიშებზეც კი ბოლომდე არ ინდომებს. ვარჯიშებზე ცუდი არაა, მაგრამ მისგან მეტ სიცოცხლეს ველოდი. “-თქვა ვალტერმა
მოგეხსენებათ, გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური “გენტის” საკუთრებაა და “ჰამბურგს” ზამთარში შეუერთდა. გიორგიმ გერმანული გუნდის მაისურით 12 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.
ამ დროისთვის “ჰამბურგი” 54 ქულით მეორე ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings