არგენტინის მოქალაქეების ეროვნული რეგისტრი (RENAPER), რომელიც პირად მონაცემებს ინახავს, ჰაკერმა გატეხა. მოიპარეს მთელი ქვეყნის მოსახლეობის საპასპორტო მონაცემები, რაც დაახლოებით 45 მილიონი ადამიანს მოაიცავს.
მონაცემები ტვიტერზე აღმოაჩინეს. არც ისე დიდი ხნის წინ რეგისტრირებულმა მომხმარებელმა არგენტინის 44 ცნობილი ადამიანის პასპორტების ფოტოები და პირადი მონაცემები გამოაქვეყნა, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტ ალბერტო ფერნანდესის და ლეო მესის. გარკვეული დროის შემდეგ გამტეხავმა ცნობილ ჰაკერულ ფორუმზე განცხადებაცკი დადო და შეთავაზა ნებისმიერი მოქალაქის მონაცემებს გაცნობოდნენ. მედიაში სამდღიანი რეზონანსული განხილვების შემდეგ მთავრობამ გაჟონვა დააფიქსირა.
ხელმისაწვდომი გახდა პასპორტის ნომერი, გაცემისა და მოქმედების ვადის თარიღი, Trámite კოდი (უნიკალური იდენტიფიკატორი სახმომსახურებასთან ხელმისაწვდომობაზე), საიდენტიფიკაციო ფოტო, სრული სახელი, სქესი, სახლის მისამართი და სოციალური დაზღვევის კოდი. ვინ დგას ამის უკან ბოლომდე ვერ დაადგინეს, თუმცა ეჭვი სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებზეა.
სახელმწიფო ციფრული საცავიდან სერიოზული გაჟონვა არგენტინაში ადრეც დაფიქსირებულა – 2017 და 2019 წლებში.
მაშინ ჰაკერებმა პოლიტიკოსებისა და პოლიციელების პირადი მონაცემები ჩაიგდეს ხელთ და არა მთელი მოსახლეობის.
GIPHY App Key not set. Please check settings