Arenanpoli წერს, რომ ხვიჩა “ნაპოლისთან” ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის გაფორმების საკითხი კვლავ ჩიხშია შესული და მხარეები შეთანხმებასთან ისევ შორს არიან.
ჩვენებურის მხარე ხელფასის 8 მილიონამდე გაზრდასა და გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევროს ჩაწერას ითხოვს, რასაც “პარტენოპეი” არ ეთანხმება.
დღევანდელი II Matino კი გვაუწყებს, რომ ამ ზაფხულს “ნაპოლის” პსჟ კვარაცხელიას სანაცვლოდ 110 მილიონ ევროს, ხოლო ფეხბურთელს გასამრჯელოდ სეზონურად 11 მილიონ ევეროს სთავაზობდა, მაგრამ დე ლაურენტისმა ეს წინადადება დაბლოკა.
Arenanpoli ჩვენთვის კიდევ ერთ საინტერესო ამბავზე წერს და აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას აგენტმა მამუკა
ჯუღელმა “ნაპოლისგან” 2022 წელს ხვიჩას გუნდში მოყვანის გამო ბონუსი მოითხოვა.
ზემოთ აღნიშნული წყარო ხაზს უსვამს, რომ ახლა ეს საკითხი ნაკლებად თუ განიხილება, რადგან სხვა ჯერ კიდევ ბევრი სხვა საკითხი არის გადასაწყვეტი.
შეხესენებისთვის, 2022 წელს “ნაპოლიმ” კვარაცხელია ბათუმის “დინამოდან” 10 მილიონ ევროდ შეიძინა.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings