ამის შესახებ არაერთხელ მოგახსენეთ და თურქულ მედიაშიც ბევრი იწერება, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ტრაბზონსპორის” მთავარი სამიზნე საქართველოს ნაკრებისa და ბათუმის “დინამოს” 19 წლის მცველი ირაკლი აზაროვია.
ახლა კი Fotomac საინტერესო მასალას ავრცელებს, რომ ქართველი ფეხბურთელის თურქულ გუნდში ტრანსფერს ფეხბურთელის მენეჯერის პოზიცია აფერხებს, რომელსაც მისი კლიენტის გაყიდვა რუსეთის პრემიერლიგის კლუბში სურს. გავრცელებული ინფორმაციით, აზაროვის შეძენა “კრასნოდარს” სურს. გეტყვით, რომ ირაკლი აზაროვის საფეხბურთო მენეჯერი მამუკა ჯუღელია.
ირაკლი აზაროვი, რომელიც წელს ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამოსგან” სიმბოლურ ფასად შეიძინა, საქართველოს 2021 წლის საუკეTესო ფეხბურთელად დასახელდა.
GIPHY App Key not set. Please check settings