„ნაპოლის“ გასული სეზონის წარმატების ერთ-ერთ სიმბოლოდ მიჩნეული და აწ უკვე ყოფილი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი საქმის საკეთებლად „იუვენტუსში“ წავიდა. ეს არ არის ახალი ამბავი, ჩვენთვის კი საინტერესო იმ კუთხითაა, რომ ჯუნტოლიმ შესაძლოა ახალ კლუბში კიდევ ერთი ქართველი მიიყვანოს. იტალიურ პრესაში წერენ „ბებერი ქალბატონის“ ახალი დირექტორის სამ სასურველ ფეხბურთელზე და ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეა.
ჩვენიანის გარდა საუბრობენ ბერლინის „უნიონის“ მცველ დოეხზე (17 მლნ ევრო) და მიუნხენის „ბაიერნის“ უკანახაზელ მაზრავოიზე (28 მლნ ევრო). რაც შეეხება ქართველ შემტევს, მისი ღირებულება მხოლოდ 10 მილიონია. როგორი დამთხვევაა კვარაცხელიას ტრანსფერთან.
ოღონდ „იუვენტუსი“ ჯერ რამდენიმე ფეხბურთელს უნდა დაშორდეს.
ჯუნტოლი „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის პოსტს 2015 წლიდან იკავებდა.
შეგახსენებთ, მიქაუტაძე გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა, ხოლო მისი „მეცი“ ლიგა 1-ში დაწინაურდა.
GIPHY App Key not set. Please check settings