მაიკლ ჯორდანი პირველი სპორტსმენია, რომელიც, ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, ამერიკის შეერთებული შტატების 400 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში მოხვდა.
2022 წელს ჯორდანმა 1.7 მილიარდი დოლარი იშოვა. მან გაყიდა NBA-ის კლუბ „შარლოტ ჰორნეტში“ თავისი წილის დიდი ნაწილი და ახლა მისი ქონება 3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
15-წლიანი საკალათბურთო კარიერის განმავლობაში ჯორდანმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი მიიღო. თუმცა ახლა რომ თამაშობდეს, ამდენს ალბათ ერთ სეზონში მისცემდნენ.
ხელფასის გარდა მან გამოიმუშავა 2.4 მილიარდი (გადასახადებამდე) კორპორაციული პარტნიორებისგან, როგორებიცაა McDonald’s, Nike, Hanes და Gatorade.
ჯორდანი შეუერთდა საბუქმექერო ფირმა DraftKings-ს, როგორც სპეციალური მრჩეველი და ინვესტორი 2020 წლის სექტემბერში.
ის ასევე გახდა NASCAR გუნდის თანამფლობელი 2020 წლის ბოლოს.
GIPHY App Key not set. Please check settings