in

ჯოკოვიჩს US OPEN-ზე არ უშვებენ

ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს, 21 სლემის მომგებ, ნოვაკ ჯოკოვიჩს ამერიკის ღია პირველობაზე ვერ ვიხილავთ. მიზეზი ტრავმა არ არის, უბრალოდ, ნოვაკ ჯოკოვიჩს არ სურს ვაქცინის გაკეთება და მან ამის გამო ავსტრალიის ღია პირველობაც გამოტოვა.

ნოლეს აქამდე არაერთგზის უთქვამს, რომ მზადაა გამოტოვოს ნებისმიერი ტურნირი, რათა აუცრელი დარჩეს. მიზანი: ჩემი სხეული, ჩემი უფლება.

გეხსომებათ, ავსტრალიიდან დადეპორტებული ჯოკოვიჩი. იმას შევეშვათ, რომ ავსტრალიის და ამერიკის ღია პირველობები დიდ სლემში შედის და ნოლეს შანსი ეკარგება, რომ რაფა ნადალს გაუთანაბრდეს ან გაასწროს.

ამის საპასუხოდ, ახლხმა უკვე პეტიცია გააკეთა და 17000 ხელმოწერაც შეგროვდა, რათა ჯოკოვიჩს ამერიკაში თამაშის საშუალება მისცენ.

პეტიციის შემდგენელთა პოზიცია ასეთია: „დღეს არსებული კოვიდ ვითარების გათვალისწინებით, რატომ არის სახიფათო, რომ სპორტსმენი აუცრელი იყოს? პანდემია დასასრულისკენ მიდის და ეს სისულელეა!“

ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ჯოკოვიჩმა 2022 წელს მაიამის მასტერსსა და welsh open-ზე მიიღო მონაწილეობა ისე, რომ კოვიდ პასპორტი არავის მოუთხოვია.
ჯოკოვიჩს US OPEN-ზე არ უშვებენ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პარიზი გამკაცრდა: დააგვიანე? წადი უკან! ტელეფონი? მოაშორე!

გულიანი კრიშტიანო: რონალდომ საქველმოქმედო ფონდს ფული მისცა