გუშინ, 2 ოქტომბერს, მამაკაცთა თანრიგში თელ-ავივის ტურნირის ფინალში, ნოვაკ ჯოკოვიჩმა მარინ ჩილიჩი 6:3 6:4 დაამარცხა და კარიერაში მორიგ ტიტულს დაეუფლა.
ორივე სეტში სერბმა ჩოგბურთელმა მეტოქის ჩაწოდება თითო-თითოჯერ მოიგო და ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
უკვე ცნობილია, რომ “ნოლე” ისრაელიდან ყაზახეთში გაფრინდება და ხვალ, 4 ოქტომბერს, ნურ-სულთანის ტურნირზე ითამაშებს. პირველი მეტოქე ჩილელი კრისტიან გარინი იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings