ნიდერლანდური საფეხბურთო გამოცემის, Voetbal International-ის მთავარმა რედაქტორმა, ფრეკ იანსენმა ამსტერდამის „აიაქსში“ არსებული ვითარებაზე ისაუბრა და ფორვარდის პოზიციაზე გიორგი მიქაუტაძის შანსებიც განიხილა. მისი თქმით, ფიფა-ს წესები ხელს უშლის „აიაქსს“, რომ ქართველი თავდამსხმელი რომელიმე კლუბში იჯარით გაუშვას.
„ლოგიკურია, რომ „აიაქსი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მიქაუტაძეს დაემშვიდობოს. როგორც ჩანს, ის მთავარი მწვრთნელის, ჯონ ვან’ტ სხიპის გეგმებში ვერ ხვდება. თუმცა ქართველ ფეხბურთელს ზამთრში სხვა გუნდში გადასვლა ფიფა-ს წესების გამო ძალიან გაუჭირდება.
საქმე ისაა, რომ მიქაუტაძემ „აიაქსში“ გადასვლამდე საფრანგეთის ლიგა 1-ში სამი თამაში ჩაატარა (ორი გოლი გაიტანა) და „აიაქსში“ აგვისტოში გადავიდა. ერთ კალენდარულ სეზონში კი მოთამაშე სამ კლუბში ვერ ითამაშებს, ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა. მიქაუტაძეს ახლა შეუძლია, მხოლოდ „მეცში“ დაბრუნდეს.
ამჟამინდელი მდგომარეობით, ზამთრის შესვენების შემდეგ მიქაუტაძის „აიაქსში“ დარჩენა თითქმის არარეალურია. მაღალი სატრანსფერო ფასის მიუხედავად, ის „აიაქსის“ თავდამსხმელების რიგში მხოლოდ მესამეა – ქართველის გარდა, შეტევაში არიან ბრობი და აკპომი.
მიქაუტაძემ, უბრალოდ, უნდა ითამაშოს. საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლა კი სულაც არ იქნება სასჯელი, თუნდაც ყველაზე ცუდ გუნდში თამაშობდეს. „მეცი“ კი 14 ტურის შემდეგ მე-11 ადგილზეა, თუმცა გასავარდნ ზონასთან მხოლოდ ოთხი ქულა აშორებს“, – ამბობს Voetbal International-ის მთავარი რედაქტორი.
1tve.ge
GIPHY App Key not set. Please check settings