„ჯენოას“ ფორვარდის ჯანლუკა სკამაკას მამამ „რომას“ ბაზაზე ნამდვილი დებოში მოაწყო.
გამოცემა Football Italia–ს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც „სასუოლოს“ მაისური ეცვა და ხელში რკინის ნაჭერი (არმატურა) ეკავა, „რომას“ პარკინგზე შეიჭრა და რამდენიმე ავტომობილი დაამტვრია. ერთ-ერთი დაზიანებული მანქანა სპორტულ დირექტორს, ტიაგუ პინტუს ეკუთვნოდა.
ამის შემდეგ დებოშირი სტადიონისკენ გაემართა, სადაც ახალგაზრდული ნაკრები ვარჯიშობდა. ფეხბურთელები ნანახით შოკირებული იყვნენ. პოლიცია ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა და მამაკაცი დააკავა. მას თან არანაირი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა. პოლიციის დეპარტამენტში გაირკვა, რომ ის „რომას“ ექს–მოთამაშის მამაა.
ამჟამად სკამაკა “სასუოლოს” ეკუთვნის.
თუ რატომ გადაწყვიტა მამაკაცმა ბაზაზე თავდასხმა უცნობია. სამართალდამცავებმა ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.
in ფეხბურთი
GIPHY App Key not set. Please check settings