საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ 29 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ეს გადაწყვეტილება ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო პერიოდში ხშირი ტრავმიანობის გამო მიიღო.
ჯანო, ბოლოს საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც 5 მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა.
ანანიძის საფეხბურთო კარიერა მოსკოვის “სპარტაკის” შემადგენლობაში დაიწყო. “სპარტაკის” გარდა, ჯანო “როსტოვის”, “სამარას”, “ანორთოსისის”, “როტორის” თბილისის “დინამოს” და ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავდა.
ჯანომ საქართველოს ნაკრების მაისურით 45 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 7 გოლია.
GIPHY App Key not set. Please check settings