in ,

ხოჭოლავამ პსვ-სთან მეორე ტაიმი ითამაშა: კოპენჰაგენი კონფერენსლიგას დაემშვიდობა

ერთადერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ევროტურნირებზე დავით ხოჭოლავამ კონფერენსლიგაზე ითამაშა და მისი გუნდი “პსვ ეინდჰოვენთან” გამანადგურებელი ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

ორი მატჩის ჯამში ნიდერლანდელებმა 8:4 მოიგეს. ხოჭოლავა მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა და სრული მეორე ტაიმი ითამაშა.

კონფერენს ლიგის 1/4 ფინალში შემდეგი 8 გუნდი იასპარეზებს: “ეინდჰოვენი”, “ფეიენოორდი”, “ბოდო გლიმტი”, “რომა”, “სლავია”, პაოკ, “მარსელი” და “ლესტერი”.

შეგახსენებთ, დავით ხოჭოლავა დანიურ გრანდში შარშან დონეცკის “შახტარიდან” გადავიდა. ის მარტის სანაკრებო პაუზაზე ოჯახური პრობლემების გამო არ გამოიძახეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინისიუსი, ტორესი, ფელიქსი და მამარდაშვილი – ქართველი მეკარე ისევ გამოარჩიეს

ჩაკვეტაძე გამოჯანმრთელდა და ვარჯიში განაახლა